ლევან დავითაშვილი: სოფლის მეურნეობის განვითარების უმთავრესი წინაპირობა მიწის რეგისტრაციაა

“მიწის რეგისტრაცია არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ბმაშია ჩვენს პოლიტიკასთან და ამ პოლიტიკის თანამიმდევრულობას უსვამს ხაზს – ჩვენ ვახორციელებთ რეგისტრაციას, როგორც აუცილებელ პირობას და ვაყალიბებთ პროფესიონალი ფერმერების კატეგორიას”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარდგენის დროს.

„არ შეიძლება არ აღინიშნოს იუსტიციის სამინისტროს აქტიური მუშაობა სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კუთხით. ჩვენ გვაქვს სწორი მეთოდოლოგია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 7 წელიწადში რეგისტრირებულია უფრო მეტი მიწის ნაკვეთი, ვიდრე წინა 25 წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის დროიდან. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს. ვფიქრობთ, რომ დაურეგისტრირებელი ნაკვეთები წლის განმავლობაში დარეგისტრირდება და მეტი ფერმერი ჩაერთვება სახელმწიფო პროგრამებში” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად