ლევან დავითაშვილი: სამინისტროში ვამუშავებთ შიდა გეგმას, იმისთვის რომ მოვემზადოთ რთველისთვის

რა ფინანსური ზარალი მიადგა ამ დროისთვის საქართველოს კორონა ვირუსის გამო, ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე არც ისაა ცნობილი რა ზარალი მიადგა მეღვინეებს და ღვინის ბიზნესს. თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „აიპრესთან“ აცხადებს, რომ მეღვინეებთან ინტენსიური შეხვედრა მიმდინარეობს.

„ღვინოსთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინტენსიური შეხვედრები მეღვინეებთან. გუშინაც გვქონდა შეხვედრა, ფაქტობრივად მთელი ინდუსტრია ესწრებოდა. ჩვენ სამინისტროში ვამუშავებთ შიდა გეგმას, იმისთვის რომ მოვემზადოთ რთველისთვის და ადეკვატური იყოს ჩვენი პასუხი ღვინოსთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებთან, თუ ასეთი იქნა“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად