ლევან დავითაშვილი: ყურძნის ფასს არ დავეხმარებით, მის ფასს ბაზარი განსაზღვრავს

“ყურძნის ფასს ბაზარი განსაზღვრავს”, – ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ყურძნის ფასს ბაზარი განსაზღვრას. მთავრობა ყურძნის სუბსიდირებას არ გეგმავს.

“ყურძნის სუბსიდირებას არ ვაპირებთ. რაც შეეხება დარგის სუბსიდირებას, ჩვენ სხვადასხვა ფორმით ვაგრძელებთ, მათ შორის ახალი ვენახების გაშენებას ვაფინანსებთ პროექტში “დანერგე მომავალი”. ჩვენ ასევე მივიწყებული პოტენციალის ვაზის ჯიშების რეალურ ცხოვრებში დაბრუნებას თანადაფინანსების რეჟიმში ხელს შევუწყობთ. დარგის სუბსიდირება არის, ფასის სუბსიდირებას წელს არ ვაპირებთ. ყურძნის ფასს ბაზარი განსაზღვრავს”, – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად