ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და განცხადებები რეალური გახდეს

„ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა ფორმატს, მათ შორის საერთაშორისოს, იმისათვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგით განსაზღვრული ქვეყნის დეოკუპაციის უმნიშვნელოვანესი საკითხი განვიხილოთ. მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და განცხადებები რეალური გახდეს. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის უმოკლეს ხანებში ფრენების აღდგენა მოქალაქეებისთვის გააუმჯობესებს საჰაერო მიმოსვლას და, ამავდროულად, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც მისასალმებელი ფაქტია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის მოიხსნას ის დამატებითი ბარიერები, რაც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება და რაც მოსახლეობის მნიშვნელობანი ნაწილის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„ეს არის ღიად განცხადებული პრიორიტეტი და არაფერია აქ დასამალი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად