ლევან დავითაშვილი კატარის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ ალ- ხალიფას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კატარის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას შეხვდა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს. შეხვედრაზე მინისტრმა ქვეყანაში ეკოტურიზმის და აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფამ განაცხადა, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და მჭიდრო თანამშრომლობა, რაც კიდევ მეტად უნდა განვითარდეს.

შეხვედრაზე, კატარის ელჩმა ლევან დავითაშვილს პირადად მიულოცა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად საქართველოს არჩევა და მინისტრი კატარში დაგეგმილ გარემოსდაცვით და სასოფლო-სამეურნეო საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად