A1 ბანერი

ლევან დავითაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ბარტოლის შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა იტალიაში სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მმართველი საბჭოს შეხვედრის მნიშვნელობისა და ქართული დელეგაციის მონაწილეობის საკითხი განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იტალიის რესპუბლიკაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგემილია ორმხრივი შეხვედრები, სადაც ყურადღება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე გამახვილდება.
ანტონიო ბარტოლიმ ხაზი გაუსვა საქართველო-იტალიას შორის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში პოზიტიური თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხს.
ლევან დავითაშვილმა იტალიის ელჩს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...