ლევან დავითაშვილი IFAD-ის პროგრამების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილისოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროგრამების ხელმძღვანელს საქართველოში ვრეჯ ვჯიჯიანს შეხვდა. ინფორმაციას სამინისტოს პრესსასმახური ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა“ მიმდინარეობის საკითხი განიხილეს.

ვრეჯ ვჯიჯიანმა დადებითად შეაფასა პროექტის მიმდინარეობა და პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროგრამების ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, (IFAD) მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის „მერძევეობის გაუმჯობესება და ბაზრებზე წვდომა“ მნიშვნელობის შესახებ, რომელის განხორციელება ახლო მომავალში დაიწყება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...