ლევან დავითაშვილი: გაცემული დანაპირები ქვეყანაში იაფი ფულადი რესურსის ხელმისაწვდომების შესახებ, შესრულებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 2020 წლის ბიუჯეტზე საუბრისას, ყურადღება იაფ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს

„შვიდი წლის წინ, პირველ ოქტომბერს ხელისუფლებაში მოსულმა „ქართული ოცნებამ“ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა. გაკეთდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი. ხელისფლებამ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის იაფი ფინანსური რესურსი იქნებოდა ხელმისაწვდომი. ეს იყო უმნიშვნელოვანესი განაცხადი.
2012 წლიდან აქტივობები სოფლის მეურნეობაში თვისობრივად შეიცვალა. ამოქმედდა შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამა. იაფ ფულად რესურსზე წვდომის საშუალება მიეცა ყველა მეწარმეს, ფერმერს და გლეხს.
შეღავათიანი აგროკრედიტი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ 5 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის 11 პროცენტის დაფარვას ჩვენი მოქალაქეების მიერ კერძო, კომერციული ბანკებიდან აგრარული დარგის განვითარებისთვის აღებულ სესხებზე. პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს 2013 წლიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებზე გაცემული დანაპირები ქვეყანაში იაფი ფულადი რესურსის გაჩენის შესახებ, შესრულებულია. აქვე მინდა აღვნიშნო, 2020 წლისთვის ამ მიმართულებით ბიუჯეტი გაზრდილია 74 მლნ ლარამდე. მოქმედი პორტფელი ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია, სექტორის დაფინანსებისთვის გაცემული თანხა კი 2 მილიარდ ლარს აჭარბებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად