ლევან დავითაშვილი: დღეს, ამ ვითარებაში პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ერთი მხარის, პასუხისმგებლობა არის საზოგადოების ბევრი ჯგუფის

ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„გამოწვევა ჩვენი ქვეყნის ეს არის სტაბილური განვითარება იმისათვის, რომ ამოცანები, მიზნები, რომელიც ამ საზოგადოებას, ქვეყანას ზოგადად გააჩნია – შევქმნათ უკეთესი მომავალი, ხელი უნდა შევუწყოთ სტაბილურობით და ეს სტაბილურობა გადის ბევრი ჯგუფის პასუხისმგებლობაზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განცხადებები, რომელიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან 5 ივლისის მოვლენების განვითარებამდე, მიმართული იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ. მე იმ დღესაც გავაკეთე კომენტარი, მთავრობის სხდომას ვესწრებოდი და უშუალოდ ვარ მონაწილე; თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა უპრეცედენტო ძალადობის ფაქტები, რომელიც იყო პროვოცირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მხრიდან და ამაზე სრული პასუხისმგებლობით ვსაუბრობ“.

კომენტარები
იტვირთება...