ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „გომსელმაში“ დირექტორს შეხვდა

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „გომსელმაში“ დირექტორს, ალექსანდრ ნოვიკოვს შეხვდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა კომპანიის დირექტორს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და ტექნოლოგიების განახლებისა და ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ კომპანიისგან „გომსალმაში“ 30 ერთეული კომბაინი შეიძინა, რაც მარცვლეული მოსავლის აღების პროცესში ეფექტიანად იქნა გამოყენებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ხატია წილოსანი და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად