ლევან დავითაშვილ: სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული პროგრამის ბიუჯეტი 300 000 000 ლარია

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა – “ზრუნვა სოფელზე, ფერმერებზე ” წარდგენისას განაცხადა.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების მხარდასაჭერად ახალ პროექტებს იწყებს და მიმდინარე პროექტებში ცვლილებები შეაქვს.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოფლის მეურეობის მიმართულებით ანტიკრიზისული ღონისძიებები განხორციელდება.

ჩვენ მოვახდინეთ 300 მლნ ლარის მობილიზება და შევიმუშავეთ უპრეცედენტო პროგრამა იმისათვის, რომ პანდემიით შექმნილ კრიზისულ ვითარებაში სოფლის მეურნეობაში ჩართულმა ყველა მოქალაქემ, ჩვენმა ფერმერებმა სახელმწიფოსაგან დახმარება მიიღონ.

ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ზიანი, რაც ქვეყანაში გლობალურმა კრიზისმა შექმნა და მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდეთ წინსვლის იმ ნიშნულს, რომელიც კრიზისამდე გვქონდა.

შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, დახმარებას მიიღებს ყველა

 მობილიზებულია 37 მლნ ლარი, რითაც ფერმერები შეიძენენ სასუქებს, მცენარეთა დაცვის და მოვლის საშუალებებს, სათესლე და სარგავს მასალებს, გადაიხდიან ხვნის სამუშაოების საფასურს.
 სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით, ფერმერები შეღავათიან ფასად შეიძენენ 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობის დიზელის საწვავს – არსებულ ფასზე 1 ლარამდე ფასდაკლებით.
 ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ 8 მლნ ლარის ოდენობის დავალიანება, რომელიც სამელიორაციო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო 2012-2019 წლებში დაუგროვდათ. მიმდინარე წელს, რომელიც ყველაზე რთული წელი იქნება, ფერმერების მიერ სამელიორაციო მომსახურების 1 ჰექტარზე 75 ლარამდე საფასურს სახელმწიფო გადაიხდის – ჯამში 4 მლნ ლარი.

პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილ ფინანსურ თანამონაწილეობას დარგის განვითარებისთვის შემუშავებულ სახელმწიფო პროგრამებში. სწორედ იმიტომ, რომ კრიზისული ვითარების დროს, სტანდარტულად, რთულდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ჩვენ ფერმერებს ვაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლონ 50 და რიგ შემთხვევებში 80 პროცენტიანი გრანტით, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტებით, სადაც სახელმწიფო მათი სესხის 11, 12, და 17 %-ს დაფარავს. 80%-მდე გრანტი მერძევეობისთვის; 50% – იანი გრანტი ტექნიკისთვის, სათბურებისთვის და სარწყავი სისტემებისთვის; 17% – მდე თანადაფინანსება სესხებზე – ახალი საბანკო შეღავათები; 70% – იანი თანადაფინანსება აგროდაზღვევაზე; 15,000 ლარამდე გრანტი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის” – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად