ლევან ჩაჩუა: “ჩივილს არ ვაპირებ, სამართლიანობამ იზეიმა”

"მე ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი გაირკვეოდა. სამართლიანობამ იზეიმა. ხდება ხოლმე ასეთი შეცდომები. ყველას მოსდის. არა. ვის უნდა უჩივლო" – განცხადა სასამრთლო დარბაზიდან გატავისუფლებულმა ლევან ჩაჩამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული, ექსპერტი ლევან ჩაჩუა  თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

ჩაჩუას ბრალად ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებოდა. კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტმა არაჯეროვნად შეასრულა თავისი საქმიანობა და სრულყოფილად არ აღწერა გავმებზე არსებული დაზიანებები. ჩაჩუა დაახლოებით 1 წლის წინ დააკავეს, მოგვიანებით კი ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად