ლევან ბერძენიშვილი: საზოგადოების ავადმყოფი ნაწილი ინტენსიურად მირეკავს და მიდასტურებს, რომ ნამდვილად ავადაა

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელ “ფესიბუქში” წქერს, რომ “მთავარ არხთან” გაკეთებული კომენტარი შემდეგ, მას ურეკავენ და ადასტურებენ რომ ნამდვილად ავად არიან.

“საზოგადოების ავადმყოფი ნაწილი ინტენსიურად მირეკავს და თავისი საქციელით მღელვარედ მიდასტურებს, რომ ნამდვილად ავადაა და დიაგნოზი არ არის დამაიმედებელი”, – წერს ლევან ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, ლევან ბერძენიშვილმა რამდენიემ დღის წინ, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” განაცხადა, რომ “ყველა, ვინც მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას”, არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის. ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისა”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად