ბერძენიშვილი: საქართველო თალაკვაძე-მდინარაძის გარდა რუსთაველის ქვეყანაცაა, ამიტომ არ დავიქცევით

საქართველო თალაკვაძე-მდინარაძის გარდა რუსთაველისაც არის, ამიტომ არ დავიქცევით, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა “ტვ პირველს” განუცხადა.

“კაცმა [ადამ კიზინგერმა, ამერიკელმა კონგრესმენმა] ყველაფერი პირდაპირ უთხრა და ქართულმა ოცნებამ ვერ გავიგეთ, თარგმანში ასე ჩანდა, რომ თქვენსკენ ვარო და ახლა რა უნდა ველაპარაკოთ?! მართალი გითხრათ, თალაკავაძის და მდინარაძის გადასაწყვეტი რომ არის საკითხები, ის ქვეყანა უნდა დაიქცეს, მაგრამ თალაკვაძის გარდა საქართველო რუსთაველის ქვეყანაც არის, ამიტომ არ დავიქცევით, ბიძინას მივხედავთ”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ადამ კიზინგერმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში და თქვა, რომ თუ დათმობებზე არ წავა ამერიკა ყველასთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებას მიიღებს. კრიტიკული წერილი მისწერეს ევროპარლამენტარებმაც საქართველოს პრემიერს გიორგი გახარიას და აღნიშნულია, რომ ქვეყანას დემოკრატიის თვალსაზრისითა და კანონის უზენაესობის მხრივ უკუსვლა აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად