ლევან არაბული ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

რომში 55-63-77-87-130კგ წონით კატეგორიებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ფინალური შეხვედრები დასრულდა

130 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ლევან არაბულმა რუმინელი ალინ ალეკსუკ ჩიურარუსთან შეხვედრაში მარცხი 1:6 განიცადა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ 55კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმია გახდა ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

ხვალ 72კგ წონაში იური ლომაძე იჭიდავებს ოქროს მედლისთვის, ხოლო 60 კგ წონაში ამირან შავაძე – ბრინჯაოს მედლისთვის.

პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და უნგრეთის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად