ლევან ანთაძე: აჭარასთან მიმართებით უფრო ეპიდკვლევაა საჭირო და არა ჩაკეტვითი ღონისძიებები

ამის შესახებ კლინიკა “მედალფას” რეგიონულმა დირექტორმა ლევან ანთაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ალბათ უფრო ეპიდკვლევაა საჭირო და არა ჩაკეტვითი ღონისძიებები. აჭარასთან მიმართებაში შემიძლია ეს გითხრათ. ვერ გეტყვით ლენტეხში რა სიტუაციაა, შეიძლება შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იქ საჭირო გახდა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვთვლი, რომ დამატებითი ბერკეტებია საჭირო. აქ საჭიროა, ჰოსპიატალური სისტემის სწორად აწყობა. ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის და აქტიურად მუშაობა, პირველადი ჯანდაცვის აქტიური ჩართვა და მე ვფიქრობ, რომ ასეთი პანიკური მეთოდები გამორიცხული იქნება თუ ჩვენ ვიქნებით მზად”, – განაცხადა ლევან ანთაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად