ლევან ალაფიშვილი: “რუსთავი 2-ის” საკუთრების უფლება ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს

გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა P. S – ში განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ "რუსთავი 2"-ზე დავას დაიწყებს. მისი ადვოკატი ლევან ალაფიშვილი იქნება, რომელიც ამბობს, რომ დოკუმენტები ადასტურებს, რომ სამართლებრივი დავა წარმოებს.

"დოკუმენტის მიხედვით, ქიბარ ხალვაში იყო ირაკლი ოქრუაშვილის ნომინალური პირი. მას ეს საკუთარი ხელმოწერით ხელშეკრულებაში აქვს დადასტურებული არა მხოლოდ გადაფორმებისა და საკუთრების ფორმების თვალსაზრისით, არამედ ფინანსური გარიგებებშიც გადახდილი ფულიც ირაკლი ოქრუაშვილის იყოო – ამასაც აღიარებს ქიბარ ხალვაში ამ დოკუმენტში.

ფაქტია, რომ "რუსთავი 2"-ის100%-ის წილი ქიბარ ხალვაშის და მასთან დაკავშირებული კომპანიების მეშვეობით შეძენილი აქვს ირაკლი ოქრუაშვილს და ამ გარიგებების თანხა გადახდილი აქვს ირაკლი ოქრუაშვილს. დოკუმენტში მითითებულია, რომ სრული და ყველა უფლება "რუსთავი 2-ის" საკუთრებასთან დაკავშირებული ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს, ახლა მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები რომელ ქვეყანაში მოხდება აღსრულება, დავის წარმოება", – განაცხადა ალაფიშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას. 

"ქიბარ ხალვაშს არასდორს არაფერი ეკუთვნოდა, მისი არასდროს არაფერი ყოფილა. ამ შემთხვევაში "რუსთავი 2"-ს ვგულოსხმობ. ასეთი დოკუმენტი არსებობს და ამას ვადასტურებ. დოკუმენტი ბერლინში გაფორმდა, 2010 წელს", – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა "რუსთავი 2"-თან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად