ლევან ალაფიშვილი: პრემიერისგან “თიბისის” და “ქართუს” შედარება მიუტევებელი შეცდომა და მანიპულაციაა

„თიბისის“ და „ქართუ ბანკის“ შედარება მე მგონი არაადეკვატურია, – ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „აიპრესს“ პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ალაფიშვილმა „აიპრესს“ განუცხადა, პრემიერის მხრიდან იყო ჟონგლირება იმისთვის, რომ გაექცეს პასუხს. პასუხს, რომელიც საკმაოდ მძიმეა.

„რაც შეეხება შედარებას 2012 წელთან მე მგონი არასწორია. რა ვიცი, მე მგონი მაშინ პრემიერ-მინისტრი იმჟამინდელი ხელისუფლების შემომწირველთა სიაში იყო. შეიძლება დღეს გადააფასა ეს ყველაფერი, მაგრამ შეცდომას უშვებს, რადგან 2012 წლის ვითარებასა და „ქართუ ბანკზე“ როდესაც ვსაუბრობთ გარემო უნდა გავითვალისწინოთ და ის პოლიტიკური პროცესი რაც მიმდინარეობდა, რის გამოც წინა ხელისუფლება გაისტუმრა ქართველმა ამომრჩეველმა ხელისუფლებიდან.

„თიბისის“ და „ქართუ ბანკის“ შედარება მე მგონი არაადეკვატურია. როგორც მინიმუმ ის მაინც უნდა გაიხსენოს პრემიერ-მინისტრმა, რომ არცერთი აქციონერი თუ მენეჯმენტის წევრი აქტიური პოლიტიკური ფიგურა არ არის. შესაბამისად, უხერხულია ასეთი მიუტევებელი შეცდომა, მანიპულაცია და ჟონგლირება იმისთვის, რომ გაექცეს პასუხს. პასუხს, რომელიც საკმაოდ მძიმეა და მე მესმის, როგორც პრემიერ-მინისტრის, არამედ მთლიანად ხელისუფლების. ეს პასუხი გამოიხატება 2 მარტივი სიტყვის გადაბმით – ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიებას აქვს პროგრესი? თუ არ აქვს, მაშინ ბუნებრივია პოლიტიკური შეფასებები არ დაახანებს.

მათ შორის პირველ რიგში იმაზე, რომ ხელისუფლებას მიუძღვის წილი იმაში, რომ ანაკლიის პროექტი ახლა რთულ მდგომარეობაშია. მთავრობის მეცადინეობით შეიქმნა მძიმე ფონი იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებები და პირველი ფაზა ანაკლიის პროექტის მშენებლობისა ჩიხში შესულიყო. ჯერ ჩიხში არ არის, მაგრამ მთავრობის მეცადინეობა აქეთკენაა მიმართული. ესაა სინამდვილე და არა ის 9 წლის წინ ვინ რას აკეთებდა. კანონმდამრღვევი 9 წლის წინაც, 15 წლის წინაც და დღესაც უნდა დაისაჯოს სახელმწიფოში დემოკრატიული გზით. მაგრამ არ უნდა განმეორდეს და მეორე რაღაცას რომ ადრი, იმაში როგორც მინიმუმ კორექტულები უნდა ვიყოთ. ბიზნესთან და სახელმწიფო სტრატეგიულ პროექტთან მიმართებაში, რაც საქართველოში ისტორიაში არ ყოფილა და როგორც მინიმუმ 20 წელი არც იქნება, ასეთ შეფასებებს ხელისუფლება არ უნდა აკეთებდეს“, – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერს ოპოზიციამ „თიბისი ბანკის“ მიმართ ორკესტრირებულ შეტევაზე დაუსვა კითხვა, ხოლო მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ორკესტრირებული შეტევა 2012 წელს „ქართუ ბანკის“ მიმართ ხორციელდებოდა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად