ლევან ალაფიშვილი: იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთან ყუთის მიტანას თუ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო, ევროკონვენციით და კონსტიტუციით დაცული უფლება დაირღვევა

იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთან ყუთის მიტანას თუ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო, ევროკონვენციით და კონსტიტუციით დაცული უფლება დაირღვევა, – ამის შესახებ იურისტი ლევან ალაფიშვილი Facebook-ში წერს:

“საარჩევნო უფლება და მისი თავისუფალი გამოხატვის უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა ევროკონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და დაცული.
იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს არ შეუძლია იზოლაციის სივრცის დატოვება და საარჩევნო ყუთთან მისვლა, კარანტინის წესებს დაარღვევს და 2000 ლარითაც დაჯარიმდება.
იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთან საარჩევნო ყუთის მიტანის შესაძლებლობას თუ არ/ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო, ევროკონვენციით და კონსტიტუციით დაცული უფლება დაირღვევა.
ეს მოქალაქე თუ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს, საქმეს მოიგებს.
სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა საერთაშორისო ასპარეზზე არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენოს”, – წერს ლევან ალაფიშვილი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად