ლევან ალაფიშვილი: ესეც 2:0 – პენიტენციურს საქმე მოვუგე საკანში ვიდეოჩანაწერის უკანონო გასაჯაროებაზე

ესეც 2:0 – პენიტენციურს საქმე მოვუგე საკანში ვიდეოჩანაწერის უკანონო გასაჯაროებაზე, – ამის შესახებ იურისტი ლევან ალაფიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

საქმე ეხება 2020 წლის შემთხვევას, როდესაც გამოქვეყნდა ერთ-ერთი პატიმრისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეხვედრა.

“პენიტენციურ სამსახურს მოვუგე დავა ციხის საკანში შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ, თანხმობის გარეშე გასაჯაროების საქმეზე.

სასამართლომ დარღვევაც დაადასტურა და მორალური ზიანიც დააკისრა სამსახურს.

მანამდე, იმავე ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მოვიგეთ საქმე. ინსპექტორის 2020 წლის 20 მარტის №გ-1/100/2020 გადაწყვეტილებით პენიტენციური სამსახური კანონამრღვევად იქნა ცნობილი და ჯარიმაც დაეკისრა.

თეა წულუკიანმა პარლამენტში ნინო ლომჯარიასთან კამათისას რომ გამოაქვეყნა საკანში პატიმართან სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, ის საქმეა. ჩანაწერი პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროა ვებგვერდზე, ფეისბუქგვერდზე და მედიასაც გადასცა.

ჰოდა, დაისაჯა. ესეც 2:0,”- წერს ლევან ალაფიშვილი Facebook-ში.

კომენტარები
იტვირთება...