ლევან აკინი: ამაყი ვარ, რომ არცერთმა კინოთეატრმა დაგეგმილი კინოჩვენებები არ გააუქმა

ამაყი ვარ, რომ არცერთმა კინოთეატრმა დაგეგმილი კინოჩვენებები არ გააუქმა,-ამის შესახებ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი ლევან აკინი Instagram-ზე წერს. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

“ამაყი ვარ, რომ არცერთმა კინოთეატრმა დაგეგმილი კინოჩვენებები არ გააუქმა და მას სოლიდარობა გამოუცხადა. ქართველმა მაყურებელმა ფილმი ნახა. აღფრთოვანებული ვარ ყველა იმ ადამიანით, ვინც არ შეშინდა და მყარად იდგა”,-წერს ლევან აკინი Instagram-ზე.

თბილისის აქციების პარალელურად, ფილმმა “და ჩვენ ვიცეკვეთ” მორიგი აღიარება ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მოიპოვა.

მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ Listapad-ზე ფილმის  მთავარი როლის შემსრულებელი ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი კაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

ფილმის პრემიერა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შსს-მ აქციაზე 11 ადამიანი დააკავა. ასევე, დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი. მას სავარაუდოდ, სახის არეში ქვა მოხდა. პრემიერიდან გამოსული მაყურებელი აქციის მონაწილეებმა შეძახილებით”სირცხვილია” გააცილეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად