ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ ირაკლი ღლონტს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

წყნეთში, ე.წ. კაკლებთან „ვერის საძმოს” ყოფილ წევრის, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის მკველლობის მცდელობისა და ავტომაქნის მისამართით ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე დაკავებულ ორაკლი ღლონტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მორიგი სასამართლო სხდომა 23 სექტემებერს ჩაინიშნა.

“საქართველოს პროკურატურამ ლ.ს.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე, ი.ღ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა საბრძოლო მასალა.
სამართალდამცველებმა ი.ღ. 2020 წლის 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა დღეს მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ღ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად