ლერი ბარნაბიშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა  კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად, რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილული იქნა კახეთის  რეგიონში არსებული სოციალურ – ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური  ვითარება, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და ის გამოწვევები, რაც ცენტრალურ დონეზე საჭიროებს მოგვარებას.
„დღეს, საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გავმართე კახეთის რეგიონში. შევხვდი სახელმწიფო რწმუნებულს, მის ადმინისტრაციას და რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს ხელმძღვანელობას. შეხვედრაზე განხილული იქნა რეგიონში არსებული სოციალურ – ეკონომიკური და ასევე,  ინფრასტრუქტურული მდგომარეობა. ბევრი რამ არის გაკეთებული, როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროში. თუმცა, არსებობს პრობლემატიკა, შეფერხებები, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია მსოფლიო პანდემიით. შეხვედრაზე  გამოიკვეთა კონკრეტული პრიორიტეტები, რომელსაც განვიხილავთ ცენტრალურ დონეზე და იმედი მაქვს, რომ მოხდება მათი დადებითად გადაწყვეტა“- აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.
„დღეს, ბატონმა ლერი ბარნაბიშვილმა კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ვიმსჯელეთ ისეთ საკითხებზე, რაც ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას საჭიროებს და ამავდროულად, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები“, – აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი კახეთის რეგიონის  მსგავსად, სამუშაო შეხვედრებს ყველა რეგიონში გამართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...