ლექტორი, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევისროებაში დაადანაშაულა, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

ომარ მახარაძე საგამოძიებო უწყებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ყოფილი ლექტორი და მოქმედი საკრებულოს დეპუტატი სტუდენტის სექსუალური შევიწროვების საქმეზე უნდა გამოჰკითხონ.

ომარ მახარაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მას “აიქლაუდი” გაუტეხეს. თუმცა ბათუმის სახლემწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ ყოფილი ლექტორი სტუდენტის მიმართ ეთიკური ნორმების დამრღვევად სცნო და რამდენიმე დღის წინ საქმიანი ხელშეკრულება შეუწყვიტა. ომარ მახარაძეს ასევე მოუწია “ქართული ოცნების” პარტიისა და საკრებულოში დაკავებული თანამდებობის დატოვება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...