„ლექსოსთვის”, „დაისაჯოს ყველა დამნაშავე” – ზუგდიდში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს

„ლექსოსთვის”, „დაისაჯოს ყველა დამნაშავე” – ამ მოწოდებით ზუგდიდში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს.

ამ ფორმით მათ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარი სამეგრელოდან გამოუცხადეს.
მედია საშუალებების წარმომადგენლები სიმბოლურად ზუგდიდის ცენტრალირ მოედანთან შეიკრიბნენ და 5 ივლისს, თბილისში განვითარებული მოვლენები დაგმეს.
ჟურნალისტების თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ისინი დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.

კომენტარები
იტვირთება...