ლექსო თამაზაშვილი: “ანდრო ბარნოვი 2008 წელს მიწაზე გაშხლართული პიტალო კლდეა”

"ანდრო ბარნოვი 2008 წელს მიწაზე გაშხლართული პიტალო კლდეა", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე თამაზაშვილმა საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაპოსტა. 

როგორც თამაზაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, ისტორიული სამართლიანობის აღდგენას მავთულხლართები ხელს ვერ შეუშლის.

"ეს ტიპი არის "პიტალო კლდე" ! პოპულისტი ნაბიჭვარი და 2008 წლის აგვისტოში მიწაზე გაშხლართული "მთავარსარდლის" ასევე "პიტალო კლდის" ხელის ბიჭი ..! 

ზუსტად მანდ და რამდენიმე კილომეტრის იქით ქართული სოფლები იყო რამდენიმე წლის წინ და თქვენნაირი პოპულისტების, "ქვეშაფსია პატრიოტების" ხელშეწყობით დღეს გადამწვარია და ხალხი დევნილობაში ცხოვრობს!! ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ოკუპაცია და მართულხლართები ხელს ვერ შეუშლის !

დადგება დღე , როცა ქართველები , ოსები , აფხაზები და ყველა საქართველოს მოქალაქე ერთიან ძლიერ სახელმწიფოში – საქართველოში ვიცხოვრებთ!",-აცხადებს თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ანდრო ბარნოვი შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც პოლიციელები უმოქმედობაში დაადანაშაულა. კერძოდ, მისი განმარტებით, პოლიციელებს არ უნდა დაეშვათ რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევა.

კომენტარები
იტვირთება...