ლექსო, არ დაიკარგები – ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამოს 40 წლის იუბილე

25 ნოემბერს, შოთა რუსთაველის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო – ლექსო, არ დაიკარგები – გაიმართება. ინფორმაციას საქართევლოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.

1979 წლის 14 აპრილიდან, ხალხური პოეზიის პირველი საღამოდან, 40 წელი გავიდა. საიუბილეო საღამო მთელ საქართველოს, ფოლკლორის ყველა დარგს მოიცავს და წარმოგვიდგენს ხალხურ ლექს, ხალხურ მუსიკას, ხალხურ ცეკვასა და იუმორს. პროექტის მიზანია გასული საუკუნის 80-იანი წლების ფოლკლორული საღამოების მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საგულისხმო ტრადიციის გაგრძელება.

საღამოზე შეხვდებით ძველ და დღემდე უცნობ მელექსეებსა, იუმორის დიდოსტატებს, მომღერლებს, მოცეკვავეებს რომელთა ნაივური – წრფელი, შემოქმედება, როგორც ყოველთვის ახლაც უდიდესს სიხარულს მიანიჭებს მაყურებელს. საიუბილეო საღამოსათვის სიახლეა: მონაწილენი, ტრადიციულად, ექსპედიციებით და, პირველად ხალხური პოეზიის საღამოს ისტორიაში, ელექტრონულად შეირჩა. ფოლკლორისტები: ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული ტრადიციულად ღონისძიების წამყვანები იქნებიან.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2008 წელს აღადგინა ხალხური პოეზიის საღამოები სათაურით – ლექსო, არ დაიკარგები.
ღონისძიება ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად