ლეონიდ კრავჩუკი ვოლოდომირ ზელენსკის დონბასზე დაპირებების შესახებ: მან ნახა, რომ რუსეთთან შეთანხმება შეუძლებელია

ასეთი განცხადება უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა გერმანულ „დოიჩე ველესთან” ინტერვიუს დროს გააკეთა

ვოლოდომირ ზელენსკი ფიქრობდა, რომ შეძლებდა დონბასში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებას, მაგრამ პროცესის დროს ნახა, რომ ეს შეუძლებელია, – განაცხადა უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა და ამჟამად სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის დელეგაციის მეთაურმა ლეონიდ კრავჩუკმა დონბასში ომის შეწყვეტის შესახებ ზელენსკის დაპირების შესრულების შეფასებაზე „დოიჩე ველის” კითხვის საპასუხოდ.

კრავჩუკის თქმით, როდესაც ხელისუფლებაში მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოვიდა, „ფირობდა, რომ შეძლებდა შეთანხმებას, გულწრფელად სჯეროდა ამის და ამბობდა, რომ ერთ-ორ კვირაში დაასრულებდა ომს”

„როდესაც მოვიდა ზელენსკი, ის აგრეთვე ფიქრობდა, დისკუსიის პროცესში როგორმე შეთანხმდებოდა. და როდესაც ნახა, რომ მათთან (რუსეთთან- „აიპრესი”) შეთანხმება შეუძლებელია, განაცხადა, რომ საჭიროა ცვლილებები, დოკუმენტალური დაზუსტებები”, – აღნიშნა კრავჩუკმა და ხაზი გაუსვა, რომ ზელენსკიმ ეს პარიზის სამიტზე თქვა.

სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა იგივე გაიმეორა: „მინსკის შეთანხმება- ეს არაა ქვაზე ამოკვეთილი სიტყვები”.

ლეონიდ კრავჩუკის აზრით, „მინსკის შეთანხმების და ნორმანდიის ფორმატში კონცეპტუალური პოზიციების ცვლილების გარეშე” რაიმე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...