ლეონარდო დიკაპრიოს ფონდმა ავსტრალიაში ტყის ხანძრების წინააღმდეგ საბრძოლველად 3 მილიონი დოლარი გამოყო

საქველმოქმედო ორგანიზაცია Earth Aliance-მა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლეონარდო დიკაპრიოა, ავსტრალიაში ტყის ხანძრების წინააღმდეგ საბრძოლველად 3 მილიონი დოლარი გამოყო.

ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, რომ გამოყოფილი თანხა ველური ბუნების გადარჩენასა და ტყის აღდგენას მოხმარდეს. საქველმოქმედო ფონდმა ამის შესახებ მიკრობლოგ Twitter- ზე დაწერა.

აღნიშნული ინფორმაცია  ლეონარდო დიკაპრიომ ასევე თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

#Regram #RG @earthalliance: Earth Alliance, created in 2019 by @LeonardoDiCaprio, Laurene Powell Jobs, and Brian Sheth, has launched the #AustraliaWildfireFund, a $3 million commitment to assist critical firefighting efforts in New South Wales, aid local communities most affected by the wildfires, enable wildlife rescue and recovery, and support the long term restoration of unique ecosystems, with partners @aussieark @bushheritageaus @wireswildliferescue @emersoncollective @global_wildlife_conservation. Join Earth Alliance in supporting these critical efforts – please see the link in my bio to donate. #AustraliaFires Photos by Brad Fleet, Wolter Peeters/The Sydney Morning Herald

A post shared by Leonardo DiCaprio (@leonardodicaprio) on

ავსტრალიაში ტყის ხანძარმა უკვე გაანადგურა მილიონობით ჰექტარი, ხანძრის შედეგად ათასობით სახლი დაიწვა და ოცზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ტყის ხანძრის შედეგად დაახლოებით ერთი მილიარდი ცხოველი დაიღუპა.

ზოგ ადგილას ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და გვალვის გამო, ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელი გახდა. ამრიგად, Earth Aliance-ის მიერ გამოყოფილ თანხას ხანძრის შედეგად დაზარალებული ავსტრალიელების დასახმარებლად გამოიყენებენ.

ლეონარდო დიკაპრიო არა მხოლოდ პლანეტის ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ჰოლივუდელმა მსახიობმა ასევე გადაარჩინა ადამიანი, რომელიც კარიბის ზღვაში გემიდან გადავარდა და იძირებოდა. მსახიობის იახტა ინციდენტის დროს ახლოს იდგა, ლეონარდო დიკაპრიომ მისი იახტის კურსი შეცვალა და ზღვაში ჩაძირული ადამიანების გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად