ლეონარდო დიკაპრიო: პუტინის როლს შევასრულებდი

ჰოლივუდის მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის როლის შესრულება სურს, – აღნიშნულის შესახებ მან, გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუსას განაცხადა.

"პუტინის როლის შესრულება ძალიან, ძალიან, ძალიან საინტერესო იქნება. მე ვითამაშებდი პუტინის როლს", – აღნიშნა დიკაპრიომ ჟურნალისტის შეკითხვაზე.

გამომცემლობა მკითხველს ახსენებს, რომ ლეონარდო დიკაპრიო და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს რამოდენიმე წლის წინ, სანკტ-პეტერბურგის სამიტზე შეხვდნენ, სადაც ციმბირის ვეფხვის ჯიშის გადარჩენის თემა განიხილეს, – წერს rbc.

"ჩემს ფონდს რამდენიმე პროექტი აქვს, რომელიც ციმბირის ვეფხვის ჯიშის გადარჩენას უზრუნველყოფს, ჩვენ შევძლებთ დაფინანსებას. პუტინთან მხოლოდ ამ საოცარი ჯიშის ცხოველის გადარჩენის შესახებ ვსაუბრობდით, არანაირ პოლიტიკურ თემებზე საუბარი არ ყოფილა", – აცხადებს დიკაპრიო.

მისი თქმით, იგი რუსეთის ისტორიითაც დაინტერესდა.

"ლენინის როლის შესრულებაც საინტერესო იქნებოდა. აგრეთვე ვითამაშებდი რასპუტინის როლსაც. მიმაჩნია, რომ რუსული ისტორიის შესახებ უფრო მეტი ფილმი უნდა იყოს გადაღებული, რადგან რუსეთში იმდენი, თითქმის შექსპირისეული ისტორია ხდება… ეს ძალიან დამაინტრიგებელია მსახიობისთვის", – აღნიშნა ლეონარდო დიკაპრიომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...