ლეონარდო დიკაპრიო ამაზონის ხანძრის გადასარჩენად 5 მილიონ დოლარს გამოყოფს

ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ამაზონის ხანძრის გადარჩენის მიზნით, 5 მილიონ დოლარს გამოყოფს.

საკუთარ „ინსტაგრამზე“ მსახიობმა დაწერა, რომ ორგანიზაცია Earth Alliance-მა, რომელიც დიკაპრიომ ლორენ პაუელ ჯობსთან და ბრაიან შეტთან ერთად ჩამოაყალიბა, Amazon Forest Foundation-ი შექმნა.

ეს ორგანიზაცია ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარება, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ. ასევე კომპანიებს, რომლებიც ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ. დაპირებული 5 მილიონი აშშ დოლარის გარდა, Earth Alliance ასევე, ბრაზილიის ტყის ხანძრის აღსადგენად შემოწირულობებს აგროვებს“.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს, Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა თავის Twitter-ზე დაწერა, რომ ტექნიკის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Apple, ხანძრის შედეგად ამაზონის ტყის განადგურებული ნაწილის აღდგენის მიზნით რესურსს გამოყოფს.

„საშინელებაა იმის ყურება, თუ როგორ ანადგურებს ცეცხლი ამაზონის ტროპიკულ ტყეებს, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემაა. Apple გაიღებს რესურსს, რათა დაეხმაროს პლანეტას შეინარჩუნოს ბიომრავალფეროვნება და ლათინურ ამერიკაში აღდგეს ფასდაუდებელი ამაზონის ტყეები“, – აღნიშნავს ტიმ კუკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად