ლეო მესი ნეიმარს: მალე შევხვდებით

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდი, ლეო მესი, ინსტაგრამის პირად გვერდზე თანაგუნდელს, ნეიმარს ემშვიდობება და მას სპეციალურ ვიდეოკოლაჟსაც უძღვნის.

"ეს იყო უზარმაზარი სიამოვნება, გამეზიარებინა ეს წლები შენთან ერთად, მეგობარო, ნეიმარ. გისურვებ წარმატებებს ცხოვრებაში. მალე შევხვდებით", – წერს მესი.

დღეს, "ბარსელონამ" დაადასტურა, რომ ბრაზილიელ ფორვარდს მათ კლუბში თამაში აღარ სურს.

ნეიმარი თავის მომავალს ფრანგულ "პსჟ"-ს უკავშირებს, რომლის სანაცვლოდაც, ფრანგებმა ესპანელებს კონტრაქტზე ხელის მოწერისთანავე 222 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. თავად ფეხბურთელი კი, წლიურად, ხელფასის სახით 35 მილიონ ევროს მიიღებს.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად