ლენტეხის მიმართულებით ცენტრალური და სოფლის გზები გაწმენდილია

ლენტეხის მიმართულებით ცენტრალური და სოფლის მიმართულებით გზები გაწმენდილია,-ამის შესახებ “აიპრესს” ლენტეხის რაიონის გამგებლის პირველმა მოადგილე ლევან ჩანქსელიანმა განუცხადა. 

როგორც ჩანქსელიანმა აღნიშნა, გზის ძირითადი ნაწილის გაწმენდვითი სამუშაოების დასრულება 24 საათის განმავლობაში მოხერხდა.

“ჩვენთან გუშინ საღამოს თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევდა, სოფლებში კი 1.5 მეტრს. სოფლებისკენ მიმავალი გზები გაწმენდილია და მანქანები ჩვულებრივად გადაადგილდებიან. ამ დროისთვის დაწყებულია შიგნით, შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები”,-განაცხადა ჩანქსელიანმა.

სტიქიის გამო, მოძრაობა ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე, გუდაური-კობის, მლეთა-ფასანაურის მონაკვეთებზე აიკრძალა, სადაც ასობით მოქალაქე გზის გაწმენდას უკვე მესამე დღეა ელოდება. პრობლემები ასევე შეიქმნა მესტია-ზუგდიდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, თუმცა გზის გაწმენდა დაახლოებით 1 დღის განმავლობაში მოხერხდა. ამ დროისთვის შეუძლებელია გადაადგილება მესტია-უშგულის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...