A1 ბანერი

ლენინის ბეჭებზე დამდები თემურ ნოზაძე პარიზის გრანდ სლემის ბრინჯაოს მედალოსანია

პარიზის გრანდ სლემზეც საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა.

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონმა, ხაშურელმა თემურ ნოზაძე პარიზის გრანდზე სლემზე მხოლოდ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ, იაპონელ ტაკატო ნაოიშასთან დამარცხდა ნახევარფინალში, თავად კი ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი, ფრანგი ვინცენტ ლემარი, ეკვადორელი ლენინ პრეციადო, სამივე იპონით, ბოლოს კი ისრაელელი დანიელ ბენ დავდი დაამარცხა და მეტად პრესტიჟული ტურნირის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებით თემურ ნოხაძემ საკუთარ რეიტინგს 500 ქულა შემატა და ჯამში 612 ქულით 50 საუკეთესო ძიუდოისტს ჩაუდგა კვალში.

გააუმჯობესა თავის სარეიტინგო პოზიცა ჯაბა პაპინაშვილმაც, რომელმაც ლუკა მხეიძესთან მოგებით მერვედფინალში გააღწია, ახალ რეიტინგში ჯაბა პაპინაშვილი 40 საუკეთოსოსთან ახლოს იქნება.

ამ წონაში ბრინჯაოს მედლისთვის მეორე შეხვედრა ნიდერლანდელ თორნიკე ჭკადუას და მონღოლ ამავტუვშინ დაშდავას შორის მონღოლის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ფინალურ ორთაბრძოლასი ნაოიშა ტაკატომა სძლია ყაზახ იელდოს სმეტოვს.

60 კგ
1. ნაოიშა ტაკატო
2. იელდოს სმეტოვი
3. თემურ ნოზაძე
3. ამავტუვშინ დაშდავა

66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა მოულოდნელი მარცხი იწვნია ფინალში მოლდოველმა დენის ვიერუსთან. მოლდოველმა ვაჟა 1 ჭუთასა და 24 წამსი დასცა იპონზე

66 კგ
დენის ვიერუ
2. ვაჟა მარგველაშვილი
3. გიორგი ზანთარია (უკრაინა)
3. ბარუხ შმაილოვი

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...