“ლელოს” წევრის მიმართ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

“ლელოს” რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობას გულისხმობს.

თბილისში, დიღმის მასივში “ლელოს” რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი გლუნჩაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, – ამის შესახებ პარტიის წევრები თავად ავრცელებენ. პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი გლუნჩაძეს სამი პირი თავს დაესხა. “ლელოში” მომხდარ ფაქტს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად