“ლელოს” რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პარტიაში ფაქტს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ

თბილისში, დიღმის მასივში “ლელოს” რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი გლუნჩაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის წევრები თავად ავრცელებენ.

პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი გლუნჩაძეს სამი პირი თავს დაესხა. “ლელოში” მომხდარ ფაქტს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.

დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. განცხადება გააკეთა პარტიის წევრმა სამუშიამ, რომელიც მომხდარის გამოძიებას ითხოვს.

“დახვდა 3 პიროვნება, რომლებმაც უთხრეს, რომ რა გინდა ლევან სამუშიასთან და რა გინდა “ლელოში”. გაუსწორდნენ ფიზიკურად. არ ვიცით, რას წარმოადგენს ეს სამი პიროვნება”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

კახა კოჟორიძე კი აცხადებს, რომ კრიმინალურ თავდასხმებს წლების განმავლობაში “ქართული ოცნება” უწევს ორგანიზებას.

“მთავარი დამნაშავე მსგავს ინციდენტებში ხელისუფლებაა, რომელიც წლების განმავლობაში აორგანიზებს კრიმინალურ თავდასხმებს. წინასაარჩენო პერიოდში ეს განსაკუთრებით თავს იჩენს ხოლმე, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში არავინ არ დასჯილა”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად