“ლელომ” ქუთაისის მაჟორიტარად ანა ნაცვლიშვილი დაასახელა

პოლიტიკურმა გაერთიანება “ლელომ” ანა ნაცვლიშვილი ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.

ანა ნაცვლიშვილი არის იურისტი, თსუ-ს, ბუდაპეშტისა და ესექსის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო კომისიის წევრი და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. 2017 წელს მიენიჭა “წლის უფლებადამცველის” ჯილდო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად