“ლელო”-მ ფიქრია ჩიხრაძე სამგორის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა

პოლიტიკურმა გაერთიანება “ლელომ” ფიქრია ჩიხრაძე ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.

“ლელო”-მ  საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიება ქალაქ მცხეთაში გამართა.

ფიქრია ჩიხრაძე არის ფილოლოგი, პოლიტიკოსი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ყოველდღიური გაზეთის “ივერია-ექსპრესის” მთავარი რედაქტორი, იყო საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი და საქართველოს IV პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი.

31 ოქტომბრის არჩევნებში “ლელოს” კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანდიდატს, სოზარ სუბარს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად