“ლელო”: ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სადრენაჟო და სადერევაციო არხები უხარისხოდ არის შესრულებული

პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ახვლედიანი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კონკრეტული ადგილების დატბორვასთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებს მიმართავს და აცხადებს რომ შესაძლოა, სადრენაჟო და სადერევაციო არხების გაყვანითი სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული, რამაც ბაღის დატბორვა გამოიწვია.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“სახეზეა უპასუხისმგებლო და ძალიან ცუდი დამოკიდებულების მაგალითი, რომელიც ბოტანიკურ ბაღს თან ახლავს.პროექტი, რომელიც დაახლოებით 12 მილიონი ღირს და მის სადრენაჟო და სადერევაციო არხების შესაქმნელად თითქის პროექტის ღირებულების ნახევარი დაიხარჯა, დღეს იტბორება და ჭაობს არის დამსგავსებული.შესაბამისად გაჩნდა უამრავი კითხვა სამუსაოების კეთილსინდისიერად შესრულებასთან დაკავშირებით. ამიტომ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს დროულად იქნეს შესწავლილი აღნიშნული ფაქტი და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი,”-განაცხადა ახვლედიანმა .
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ რომ სპეციალისტებთან ერთად საკითხს დეტალურად შეისწავლიან და პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.
ცნობისთვის, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 974 436 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად