„ლელო პარტნიორობა საქართველისთვის“ ელიტური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

“„ფრაქციამ „ლელო პარტნიორობა საქართველისთვის“ დაარეგისტრირა ინიციატივა „ელიტური კორუფციის შემსაწვალელი, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ”.

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, ბადრი ჯაფარიძის თქმით “ეს ინიციატივა დარეგისტრირდა გუშინ. ჩვენი ამოცანაა, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიკვლევს საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის ფაქტებს, დაადგენს მათში გარეულ პირებს, მათ შორის თანამდებობის პირებს და ამით ჩვენ შევქმნით პრეცედენტს, რომ აღარასოდეს ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელად არ დარჩეს მასშტაბური ელიტური კორუფციის ფაქტები. ამ კომისიის შექმნა არის გადაუდებელი საჭიროება. ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა ოპოზიციური პარტიებისგან, გვაქვს კონსულტაციები ოპოზიციონერ კოლეგებთან. ვიმედოვნებთ, „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას, რადგან ქვეყნის ინტერესებშია, რომ გამოვლენილ იქნას ყველა ელიტარული კორუფციის ფაქტი და ადამიანებმა პასუხი აგონ ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის.

კომენტარები
იტვირთება...