“ლელო”: “ოცნების” აქტივისტების აქციები, სახედაკარგული ხელისუფლების მიერ მართული სახიფათო მოვლენაა

ამის შესახებ განხადებას მოძრაობა “ლელო” ავრცელებს.

“ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გამართული აქციები არის სახედაკარგული, აგონიაში მყოფი ხელისუფლების მიერ მართული სამარცხვინო და სახიფათო მოვლენა.
შუღლის და სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება დაუშვებელია! ეს პირები არიან ხელისუფლების მიერ მართული ძალები. “ქართული ოცნების” ხელისუფლება ქვეყანას მართავს დაქსაქსვით და ურთიერთდაპირისპირებით, ეს არღვევს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პრინციპებს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღკვეთოს მსგავსი უკანონო მოქმედებები და მკაცრად დასაჯოს ყველა კანონდამრღვევი. დროულად მოძებნოს მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად