“ლელო”-მ ლევან კობერიძე ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა

პოლიტიკურმა გაერთიანება “ლელომ” ვაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან კობერიძე დაასახელა.

“ლელო”-მ მაჟორიტარი კანდიდატების სიის პრეზენტაცია მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ გამართა.

ლევან კობერიძე ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის დეპუტატი, ჯანდაცვისა და ეკონომიკისა კომიტეტების წევრი, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარე. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში. იყო პირველი ბრენდინგ კომპანიის დამფუძნებელი, კლუბ „რა სად როდის“ თანადამფუძნებელი და ქართული ღვინის მწარმობელთა კავშირის თავმჯდომარე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად