ლელო აცხადებს, რომ რუსთავში მასშტაბური წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს და რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დაესწრო

” ლელოს” ღონისძიებას რუსთავში რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დაესწრო, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეს პარტიის  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეხვედრა იყო. ინფორმაციას ამის სესახებ “ლელო” ავრცელებს

 ღონისძიებაზე შეკრებილებს “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საავადმყოფოდან მიმართა.
“საქართველოში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რასაც „სუფთა ხელები“ სჭირდება ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
“ჩვენ უნდა დავაფორმიროთ კოალიციური მთავრობა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა 21-ე საუკუნის საქართველოში. “ლელოს ახალი მარშალის გეგმა” არის საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, ეს შეეხება ყველა სფეროს – განათლებას, ჯანდაცვას, ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მომავალს, ეკონომიკას, სამართალს. ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტურ ცვლილებებს კი სჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც “ლელოს“ გარშემოა შემოკრებილი, ფუნდამენტურ ცვლილებებს სჭირდება სუფთა ხელები, წრფელი გული, რწმენა, რომ შენი ქვეყანა გიყვარს,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად