ლელა ქებურია პარლამენტში დაყენებულ სუნზე: მზად ვარ, გამოძიებას გავცე პასუხები

“ტვპირველის” ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის კითხვაზე “ევროპული საქართველოს” დეპუტატი ლელა ქებურია პირდაპირ პასუხს არ სცემს, ამბობს, რომ ბრალდებაზე თავის მართლება არ არის მისი ვალდებულება.

“შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში მზად ვარ გამოძიებას გავცე პასუხები”, – ამბობს ლელა ქებურია და იქვე ამატებს:

“აბსოლუტურად არ ვემიჯნები ფაქტს, იმ ფაქტს, რომელიც დღეს მოხდა, იმიტომ, რომ ეს, ესე ვთქვათ პერფომანსი და ალეგორიული მინიშნება იმაზე, რომ სისტემა ყარს, ამას აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ არ იმ სუნის გამო, რაც პარლამენტში დადგა, არამედ იმ პროცესების გამო, რა პროცესებიც ქვეყანაში ვითარდება”

დიანა ტრაპაიძე: “შეგიძლიათ გვითხრათ, რა ნივთიერება იყო?”
ლელა ქებურია: “არა, არ შემიძლია”.

შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირკალი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ შემოსული სხდომათა დარბაზში და მზაფრსუნიანი უცნობი ხსნარი დაასხეს, რის გამოც სასესიო სხდომა შეწყდა.

მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობაში გაკეთდა განცხადებები, რომ ირმა ნადირაშვილმა და ლელა ქებურიამ დაასხეს სითხე, რის გამოც დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად