ლელა ქებურია: მოვუწოდე მიხეილ სააკაშვილსაც, თავი შეიკავონ ერთმანეთის შეურაცხყოფისაგან

"დღეს მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოს აქტივს სკაიპით მიმართა, პარტიის შიგნით მიმდინარე უთანხმოებაზე ისაუბრა და მომხრეები შეაგულიანა", – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლელა ქებურია სოციალურ ქსელში წერს. 

"შეხვედრაზე მეც გამოვთქვი ჩემი შეხედულება მიმდინარე მოვლენების მიმართ და ავღნიშნე, რომ 2014 წელს ენმ-ში არც მიშას გამო მოვსულვარ და არც გიგას გამო, მე მოვედი იმისთვის რომ დავამარცხო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ამ ბრძოლაში ერთიანობა მნიშვნელოვანია, ასევე მოვუწოდე ყველას და მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც, თავი შეიკავონ ერთმანეთის შეურაცხყოფისაგან, რადგან მას, როგორც ლიდერს, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ჩემმა რეპლიკამ მიხეილ სააკაშვილის და აქტივის ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია…

დღის ბილოს ალექსანდრე ქობალიას ტელეკომპანია "ოდიშმა" დადო ნიუსი, სადაც ჩემი ნათქვამი შემდეგი რედაქციით შემოგვთავაზა: ლელა ქებურია პარტიაში არც მიშას და არც ხალხის გამო არ მოსულა", როდესაც ჟურნალისტს დავუკავშირდი და ვთხოვე ჩანაწერი წარმოედგინა, მიპასუხა, რომ ჩანაწერის ეს ნაწილი არ აქვს.

მოვითხოვ ტელეკომპანია "ოდიშისგან" რეპორტაჟი გაუშვას ჩემი საუბრის ვიდეოჩანაწერის თანხლებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვთვლი რომ ეს ტელეკომპანიაც არის იმ ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი გამხმოვანებელი, რა კამპანიასაც დიდი ხანია ეწევა წითლიძე-ქობალიას ტანდემი",- წერს ლელა ქებურია facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად