ლელა ქებურია დიმიტრი ხუნდაძეს: ხან “ამბოხებულის” მანტიას ირგებთ, ხან შიგდაშიგ ოსტატურად წაუსნიკერსებთ, მაგრამ შეკითხვის არსი არის სხვა

“რომ უგულვებელყოფთ პარლამენტის როლს და თქვენს როლსაც პარლამენტში, ხან “ამბოხებულის” მანტიას ირგებთ და შემდეგ ამ სახით ცდილობთ ხალხის მთავარი მონაპოვარის გაუქმებას, ხან თქვენი უფლებამოსილების შესრულებისას მხოლოდ ის მიგაჩნიათ მთავარ დამსახურებად, რომ შიგ და შიგ ოსტატურად წაუსნიკერსებთ, ეს არის უბრალოდ ჩვენი შეფასება, მაგრამ შეკითხვის არსი არის აბსულუტურად სხვა”.

ასე მიმართა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წვერმა ლელა ქებურიამ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას.

“ჩვენი შეკითხვა მდგომარეობს იმაში, რაში გამოიყენეთ კონკრეტული შეზღუდვები ამ ხნის განმავლობაში და რაში უნდა გამოიყენოთ მომავალში” მე აბსოლუტურად არ მაკმაყოფილებს თქვენი პასუხი, რომ თურმე, ორი კვირის უკან პრემიერი იყო პარლამენტში და რაღაც შეკითხვებზე ამომწურავად გაგვცა პასუხი. მაშინ ჩემი შეკითხვა წყალომომარაგებას ეხებოდა და არ ეხებოდა სკოლებს. მაშინაც პრემიერ მინისტრმა გაღიზიანებულად მიპასუხა კონკრეტული ინფრასრუქტურული პროექტის ვერ შესრულებაზე და ზუსტად ორ დღეში აუდიტმა დადო დასკვნა,  სადაც აშკარად მიუთითა კონკრეტულ კანონადღრვევებზე. უფრო მეტიც თქვა,  9 მილიონით იზარალა სახელმწიფომ ამ პროექტის დროულად ვერშესრულების გამო”, -განაცხადა ლელა ქებურიამ.

მისი თქმით,  ნორატიული მოვალეობის შეზღუდვა პანდემიის პირობებში იუსტიციის მინისტრმა გამოიყენა იმისთვის, რომ  ბაჩანა შენგელიათვის შეეჩერებინა უფლებამოსილება და შემდეგ, ორ დღეში საოცრება დაამატა, თურმე მისი სოციალურ ქსელში აქტივობა შეიძლება იქნეს გამოყენებული მისი უფლებამოსილების შესაჩერებლად.

“აქ თქვენ საუბრობდით, რომ თურმე ამ პერიოდში დიქტატურისკენ ნაბიჯების გადადგმა არ მომხდარა. დიახ, დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომ ვიღაცას სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო უჩერებენ სამსახურებრივ მოვალოებას და აქ თქვენი ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სანამ ოპოზიციას ხალხზე ზრუნვის სახელით ამუნათებს, იქნებ იმაზე შეწუხდეს, რომ თქვენი პატივცემული მინისტრი სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასრულებს”, -განაცხადა ლელა ქებურიამ.

შეგახსენებთ, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.

ამჟამად მოქმედი კანონით,  მთავრობას აღნიშნული უფლება 2020 წლის 15 ივლისამდე აქვს მინიჭებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად