ლელა ქებურია: არ ვარ ვალდებული, კონკრეტული ქმედების გამო, ვინმეს წინაშე თავი ვიმართლო

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ლელა ქებურიამ განაცხადა.

“მე არ ვარ ვალდებული, ამ კონკრეტული ქმედების გამო, ვინმეს წინაშე თავი ვიმართლო. მტკიცებითი ტვირთი არის მასზე, ვინც ამ ბრალდებას აჟღერებს და კეთილი ინებონ და დაამტკიცონ. იმიტომ რომ კადრები, რომლებიც წარმოადგინეს აბსოლუტურად  არ არის მტკიცებულება.

პარლამენტში დეპუტატების გადაადგილება მგონი ჯერ დასჯადი არ არის. აბსოლუტურად არც ტერორისტულ აქტს მოიცავს და არც ქიმიურ თავდასხმას.

რაც შეეხება პერფომანს, რომელიც ამ ქმედებით იქნა ნაჩვენები.  აბსოლუტურად ვიზიარებ და ვეთანხმები იმ სულისკვეთებას, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი ყარს, რასაც კი შეეხო ბიძინა ივანიშვილის ხელი” – განაცხადა “ტვპირველთან” ლელა ქებურიამ.

შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირკალი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ შემოსული სხდომათა დარბაზში და მზაფრსუნიანი უცნობი ხსნარი დაასხეს, რის გამოც სასესიო სხდომა შეწყდა.

მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობაში გაკეთდა განცხადებები, რომ ირმა ნადირაშვილმა და ლელა ქებურიამ დაასხეს სითხე, რის გამოც დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად