“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა ქალაქში არსებულ მოუწესრიგებელ მოსაცდელებზე საუბრობს

პარტიის წევრმა ირაკლი კიკვაძემ დღეს ბრიფინგი მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკთან არსებულ გაჩერებაზე გამართა.როგორც ის ამბობს,ქუთაისში 338 გაჩერების პუნქტი არსებობს,აქედან კი მერიის ინფორმაციით 111 მათგანი კეთილმოწყობილია.როგორც ირაკლი კიკვაძე განმარტავს,ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება და კომპანია,რომელსაც მოსაცდელების კეთილმოწყობა ევალება,საქმეს არაჯეროვნად ასრულებს.

“ლეიბორისტული პარტიის” წევრის თქმით პირობას დებს, რომ მათი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, პარტია ქალაქში ჯანსაღ სატრანსპორტო პოლიტიკას აწარმოებს.

კომენტარები
იტვირთება...