ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოში გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა შეჯიბრება ქალთა შორის 25 მეტრიდან პისტოლეტით სროლაში

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა შეჯიბრება ქალთა შორის 25 მეტრიდან პისტოლეტით სროლაში.

ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი 9 ოლიმპიური თამაშების მონაწილე ნინო სალუქვაძე საკვალიფიკაციო შეჯიბრების პირველი ეტაპის შემდეგ მე-7 ადგილზე იყო და დღეს, საკვალიფიკაციო შეჯიბრების მე-2 ეტაპის წინ რვა საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვედრის და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის შანსს ინარჩუნებდა. თუმცა მე-2 ეტაპი მისთვის წარუმატებელი გამოდგა და მან საბოლოოდ გამოსვლა 25-ე ადგილზე დაასრულა.

საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში 590 ქულით საუკეთესო ბულგარელი ანტუანეტა კოსტადინოვა იყო

კომენტარები
იტვირთება...