ლევან კობერიძე კახა ბექაურს: მგონია, რომ მმართველ გუნდს რაც ახასიათებს, თქვენი ნათქვამი იმ რიტორიკაში ჯდება

“უახლოეს მომავალში პოლიტიკაში ხომ არ აპირებთ წასვლას?”
ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტეტბის” წევრმა ლევან კობერიძემ ეროვნული კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს, რომელმაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა.

მას შემდეგ, რაც კახა ბექაურმა ლევან კობერიძეს უპასუხა, რომ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს, ლევან კობერიძემ განაცხადა: ” თქვენი ნათქვამი, რომ კანონპროექტი რომელიც არის შემოტანილი პარლამენტში, ისე გასაღება, რომ მსუბუქ ფორმას ითხოვთ,  მგონია, რომ მმართველ გუნდს რაც ახასიათებს, იმ რიტორიკაში ჯდება, რომ აფუჭებენ რაღაცას და მერე ამბობენ, რომ კარგ რაღაცას აკეთებენ”.

აღნიშნულის საპასუხოდ კახა ბექაურმა განმარტა, რომ  დეპუტატს ინტერპრეტაციის უფელბა აქვს, მაგრამ, ნამდვილად ასე არ არის.

“არსობრივად ნამდვილად ის არის, რასაც ვამბობ”,   – განაცხადა კახა ბექაურმა.

ლევან კობერიძე: ბიძინა ივანიშვილთან თუ გაქვთ ეს საკითხი გავლილი?

კახა ბექაური: არა და რატომ უნდა გაგვევლო არ ვიცი…

ლევან კობერიძე: ანუ არ გაგივლიათ, ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა მასთან თქვენი მხრიდან? არ ვგულიხმობ კონკრეტულ კანონპროექტს, ვგულისხმობ შინაარსს, რაც თქვენ ახლა შემოგაქვთ.

კახა ბექაური: არა, რა თქმა უნდა. შინაარსს და კანონპროექტს ვგულისხმობ.

ლევან კობერიძე: რომ გავიდეს ერთი ორი წელი და მერე შემთხვევით აღმოჩნდეს, რომ გავლილი გაქვთ, უხერხულობას არ შეგიქმნით ეს ფაქტი, რასაც ამბობთ?

კახა ბექაური: ე.ი. მესამედ ვიმეორებ, რომ არ ყოფილა ასეთი ფაქტი და…

ლევან კობერიძე: გახსოვთ ალბათ, რომ თქვენ გირჩევთ პარლამენტი, შეაბამისად, აქ როდესაც მობრძანდებით ხოლმე ურთიერთობის ფორმა, განხილვის და ა.შ. შეიძლება იყოს დებატი, მწვავე კამათიც და მგონი, თქვენ მზად ხართ ამისთვის, იმიტომ რომ პარლამენტი გაძლევთ ავტორიზაციას და ძალაუფლებას, რომ შემდგომში იმოქმედოთ. ჩემი თხოვნა იქნება თქვენი რეპლიკების დროს ეს გაითვალისწინოთ. ნუ გვასწავლით, როგორ უნდა დავსვათ კითხვა, დებატში ვართ, არ ვართ და ა.შ.

შეგახსენებთ,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა – შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად